ჩავი: ნაპოლისთან განსხვავებულ მატჩს ვიხილავთ, ბრძოლისთვის მზად ვართ
ჩავიმ „მალიორკასთან“ გამარჯვების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ მოახლოებულ დაპირისპირებასაც შეეხო.
„დამაგვირგვინებელ ფაზაში ეფექტურობა გვაკლდა. აგირეს გუნდი დაცვაში კარგად მუშაობდა. პენალტს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა შეეძლო. საბოლოოდ, გამარჯვებისთვის საკმარისი შანსები შევქმენით. ეს სამი ქულა სათავეში დარჩენის საშუალებას გვაძლევს.
ვფიქრობ, რომ გუნდი გაუმჯობესდა, მას შემდეგ, როცა სეზონის ბოლოს წასვლის გადაწყვეტილება მივიღე.
რთულ მეტოქეს ვეთამაშეთ, რომელიც 5 მცველით იყო გამოსული და მათთვის გოლის გატანა ადვილი არ იყო. ეს გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლისთან შეხვედრის წინ, თავდაჯერებულობას გვმატებს.
ლიგაზე სრულიად განსხვავებულ შეხვედრას ვიხილავთ, რადგან ნაპოლი 5 მცველით არ ითამაშებს. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ჩემი გუნდი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და განსხვავებულად თამაშობს. უფრო მეტად დაბალანსებულები ვართ. სამშაბათს საბრძოლველად მზად ვართ.
იამალი? დიახ, ის მესის ჰგავს, თუმცა მათი შედარება არ შეიძლება, რადგან ლამინი აქ აშკარად განწირულია. კი ის ლეოს ჰგავს - ცაცია არის, მარჯვნიდან იწყებს და ცენტრისკენ შედის, როგორც არგენტინელი. მაგრამ სჯობს ისინი ერთმანეთს არ შევადაროთ“.
- განაცხადა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ნაპოლის“ სამშაბათს (23:55) უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ნეაპოლში ფრედ 1:1 დასრულდა.