ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Mundo Deportivo: დიდებული კვარა - ბოლო წუთებში გუნდი მხრებზე შეისვა

„ტორინოსთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ დიდებულ თამაშს იტალიურის შემდეგ, ესპანური პრესაც გამოეხმაურა.

რას წერს კატალონიური Mundo Deportivo:

„დიდებული კვარაცხელია ნაპოლისთვის ტორინოსთან გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველი გარემარბი ფორმაშია და ოსიმენთან ერთად სახიფათო დუეტს ქმნის, თუმცა ტორინომ ყოფილი ლა მასიელი სანაბრიას ეფექტური გოლით გათანაბრება შეძლო.

ოსიმენმა და კვარაცხელიამ ბარსა გამაფრთხილებელი შეტყობინება გაუგზავნეს, მათ იუვენტუსთან აჩვენეს, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან.

კვარაცხელიას სერია A-ში უკვე 10 გოლი გაქვს გატანილი. ბოლო სამ შეხვედრაში კი 4-ჯერ გაიტანა. მან ტორინოსთან ბოლო წუთებში გუნდი პრაქტიკულად მხრებზე შეისვა და ბურთის ყოველი მიღებისას საფრთხეს ქმნიდა, მაგრამ მილინკოვიჩ-სავიჩი მას გატანის საშუალებას არ აძლევდა“.

- წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ნაპოლის“ განმეორებითი მერვედფინალური მატჩი სამშაბათს (23:55) „მონტჟუიკის“ სტადიონზე გაიმართება. კატალონიელებს ტრავმების გამო პედრი და ფრენკი დე იონგი გამოაკლდათ.

კვარას ყველა მომენტი VS ტორინო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ოსიმენი წავა, კვარა დარჩება - დე ლაურენტისი ორივე ლიდერს არ გაუშვებს
თუ ოსიმენი წავა, კვარა დარჩება - დე ლაურენტისი ორივე ლიდერს არ გაუშვებს