ენტონი ჯოშუა, ფრენსის ნგანუ
Aa
Aa

ბრუტალური ნოკაუტი | ენტონი ჯოშუამ ფრენსის ნგანუ მეორე რაუნდში დააფინიშა

MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ფრენსის ნგანუმ კრივში კიდევ ერთი ბრძოლა გამართა და WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი ტაისონ ფიურის შემდეგ, ენტონი ჯოშუას დაუპირისპირდა. ნგანუმ „ბოშათა მეფეს“ უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია, „ეიჯეიმ“ კი მას შანსი არ დაუტოვა.

ჯოშუამ შესანიშნავად დაიწყო და პირველი რაუნდის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, ნგანუ ნოკდაუნში გაგზავნა. ფრენსისმა წამოდგომა მოახერხა და ბრძოლა განაგრძო. მეორე რაუნდში, ნგანუ ნოკდაუნში მეორედ აღმოჩნდა. იგი ამჯერადაც წამოდგა, მაგრამ ჯოშუას მარჯვენის შემდეგ, ყველაფერი დასრულდა და „ეიჯეიმ“ მეტოქე მეორე რაუნდში დაანოკაუტა.

„როცა მისი და ტაისონ ფიურის ჩხუბი ვნახე, მივხვდი, რომ ამ ბიჭმა კრივი ნამდვილად იცის. ნგანუ შთაგონების წყარო და შესანიშნავი ჩემპიონია. ეს წაგება მას არაფერს ართმევს. ბრძოლის შემდეგ, ვუთხარი, რომ კრივს თავი არ უნდა დაანებოს, რადგან თუ დარჩება, შეუძლია, დიდ წარმატებას მიაღწიოს“,

- განაცხადა ჯოშუამ გამარჯვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ნგანუმ და ფიურიმ ბრძოლა სრულად ჩაატარეს და „ბოშათა მეფემ“ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით იმარჯვა. ბევრის აზრით, ფიურიმ ნგანუსთან წააგო და არბიტრებმა არასწორი არჩევანი გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალცონა: კვარა განსაკუთრებული ფეხბურთელია, მას ბოლომდე ვენდობი
კალცონა: კვარა განსაკუთრებული ფეხბურთელია, მას ბოლომდე ვენდობი