გოგა ბითაძე, ალეკსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

ჯიკიჩი ორლანდოში ბითაძეს შეხვდა

 საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დანიშნული ალექსანდარ ჯიკიჩი ორლანდოში ჩავიდა და გოგა ბითაძეს შეხვდა. შეხვედრის ფოტო „მეჯიქის“ 24 წლის ქართველმა ლეგიონერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერბმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მარტში ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებდა გამგზავრებას, რათა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილს პირადად გასაუბრებოდა. ის ასევე გეგმავს იმ ქართველი კალათბურთელების თამაშებზე დასწრებას, რომლებიც კოლეჯების ლიგაში გამოდიან.

 ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა - სტუმრად დანიელებთან 69-75, თბილისში სერბებთან კი 63-76 დამარცხდა. ივლისში საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, სადაც დიდი ალბათობით გუნდს ბითაძე და მამუკელაშვილიც დაეხმარებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის სასტარტო და 25 წუთი - ორლანდომ აუთსაიდერთან გაიმარჯვა
ბითაძის სასტარტო და 25 წუთი - ორლანდომ აუთსაიდერთან გაიმარჯვა