ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

პარამოფარიკავეების მორიგი წარმატება - ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის გუნდი პოლონეთთან 43-45 დამარცხდა და ავტომატურად მესამე ადგილზე გავიდა.

ნაკრების სახელით გუნდურ შეჯიბრებაში სამი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ასპარეზობდა.

ჩვენი ქვეყნის დელეგაციისთვის წარმატებული იყო ხმლით ფარიკაობა ინდივიდუალურ შეჯიბრებაშიც - როგორც თიბილაშვილი, ასევე ხეცურიანი ფინალში გავიდა და ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

ქართველი ეტლით მოფარიკავეები ხვალ ძალებს რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველად ისტორიაში - პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე იასპარეზებენ
პირველად ისტორიაში - პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე იასპარეზებენ