ფული ტრანსფერების გავრცელების სანაცვლოდ | სკანდალი ფაბრიციო რომანოს გარშემო
ცნობილ იტალიელ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს ნორვეგიისა და დანიის საფეხბურთო კლუბების, „კოპენჰაგენისა“ და „ვალერენგას“ ხელმძღვანელებისგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. სკანდალური ინფორმაცია დანიური ჟურნალის tipsbladet-ის კორესპონდენტმა, ბაგერ ტოგერსენმა გაავრცელა.
ტოგერსენის თქმით, რომანო, რომელსაც „ტვიტერზე“ 20, „ინსტაგრამზე“ კი 27 მილიონი გამომწერი ჰყავს, „კოპენჰაგენისა“ და „ვალერენგას“ ხელმძღვანელებს უგზავნიდა ეგრეთ წოდებულ სარეგისტრაციო ფორმას, სადაც მათ უნდა ჩაეწერათ მათთვის სასურველი ტრანსფერის შესახებ და ინფორმაციას რომანო გარკვეული თანხის საფასურად გაავრცელებდა.
„ვალერენგას“ ყოფილი დირექტორი მეჰრან ამუნდსენ-ანსარი აცხადებს, რომ პატარა ინფორმაციის გავრცელებაში 1000 ევროს უხდიდნენ, ხოლო თუ საპრეზენტაციო ვიდეოსაც შეუკვეთავდნენ, მაშინ კიდევ 6 ათასის დამატება უწევდათ.
ფაბრიციო რომანო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჟურნალისტად ითვლება, რომელიც სატრანსფერო საკითხებში ყოველთვის გადამოწმებულ და უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს.