ჩიტოს გაუჭირდა, მაგრამ ჩააბარა | ომალიმ და ვერამ წონა დააფიქსირეს
UFC-ის მომდევნო ღონისძიება UFC 299 გახლავთ, რომლის მთავარი მოვლენაც სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში, მარლონ „ჩიტო“ ვერასა და შონ ომალის შორის გასამართი საჩემპიონო ჩხუბია. აღნიშნულ ორთაბრძოლას მერაბ დვალიშვილი აზღვევს და რომელიმე მებრძოლის მიერ წონის ვერ დაფიქსირების შემთხვევაში, ოქტაგონზე „მანქანას“ ვიხილავდით.
Merab Dvalishvili weighs in as the backup fighter for the #UFC299 main event ⚖️ pic.twitter.com/y9MTkSR3AG
— MMA Fighting (@MMAFighting) March 8, 2024
ასაწონად პირველი მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი გავიდა. „შუგას“ პრობლემები არ შექმნია და საჩემპიონო წონა დააფიქსირა. სირთულეები არც დვალიშვილს წარმოქმნია და მერაბმა წონა მარტივად ჩააბარა, რასაც „ჩიტოზე“ ნამდვილად ვერ ვიტყვით.
UFC bantamweight champion Sean O'Malley hits the scale ahead of #UFC299 ⚖️ pic.twitter.com/yuatH5VslS
— MMA Fighting (@MMAFighting) March 8, 2024
ეკვადორელ მებრძოლს წონის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდა და ეს სახეზეც ეტყობოდა, როცა ასაწონად გავიდა. „ჩიტომ“ 61.2 კილოგრამი დააფიქსირა, რაც საჩემპიონო წონა გახლავთ და დვალიშვილი სატიტულო ბრძოლას ვერ მიიღებს. კვირას დილით, ქამრისთვის ვერა და ომალი იჩხუბებენ.
Looking to go home with some new bantamweight hardware ????@ChitoVeraUFC hits the scale at 135lbs
— UFC (@ufc) March 8, 2024
[ #UFC299 | TOMORROW | LIVE on @ESPNPlus PPV ] pic.twitter.com/TTreFV2qFZ
შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ რამდენიმე კვირის წინ, UFC-ის ორი წონის ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მე-10 გამარჯვება ჩაიწერა.