საჩემპიონო წონა დაფიქსირებულია | მერაბი ომალი-ვერას აზღვევს
UFC-ის მომდევნო ღონისძიება UFC 299-ია, რომლის მთავარი მოვლენაც სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ბრძოლაა. მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი ქამარს მარლონ „ჩიტო“ ვერას წინააღმდეგ დაიცავს და თუ რომელიმე მათგანი ბრძოლას ჩაეხსნა, ოქტაგონზე მერაბ დვალიშვილს ვიხილავთ.
„მანქანა“ საჩემპიონო დაპირისპირებას აზღვევს და წონაც დააფიქსირა. დვალიშვილი ასაწონად რამდენიმე წუთის წინ გავიდა და საჩემპიონო წონა, რომელიც 61.2 კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს, უკვე დააფიქსირა. ახლა უნდა დაველოდოთ, რა მოხდება და ომალი ან ვერა ოქტაგონზე გასვლაზე უარს ხომ არ იტყვიან.
Merab Dvalishvili weighs in at 135 as the backup fighterpic.twitter.com/7SaP3xf2eY
— MMA Mania (@mmamania) March 8, 2024
შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ რამდენიმე კვირის წინ, UFC-ის ორი წონის ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მე-10 გამარჯვება ჩაიწერა. სეხუდოსთან ბრძოლის შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილი შემდეგში საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, მეტოქე კი „ჩიტო“ ვერასა და შონ ომალის შორის გამარჯვებული იქნება.