ანა ჯაფარიძე, გიორგი ნიკოლაძე
Aa
Aa

პირველად ისტორიაში - პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე იასპარეზებენ

ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს. ანა ჯაფარიძემ და გიორგი ნიკოლაძემ ევროპის საკონტინენტო ტურნირზე გაიმარჯვეს და პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს, რაც აქამდე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

ჯაფარიძემ ნახევარფინალში ინგლისელი კირა ფორსაიტი დაამარცხა, გადამწყვეტ შხვედრაში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუს ანა პოდუბსკაიას აჯობა.  გაბრიელ ამადო გარაგასას სახით ესპანელი მეტოქე ყავდა ნახევარფინალში ნიკოლაძეს, რომლის დამარცხებაც არ გასჭირვებია. ფინალში კი პოლონელ მესიეჟ კესიცკის მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პარასპორტსმენებისთის გუშინდელი დღეც წარმატებული იყო და პარიზში მიმდინარე ეტლით ფარიკაობის კონტინენტის პირველობაზე ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებაზე თავისი თავი შეიყვანა - ყენია ქართული გინებისთვის გააძევეს
ცვლილებაზე თავისი თავი შეიყვანა - ყენია ქართული გინებისთვის გააძევეს