ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„შეცდომა დავუშვი, მასში ეს ძალიან მომწონს“ | რა თქვა კალცონამ ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ Cronache di Spogliatoio-ს ინტერვიუ მისცა და ჟურნალისტს, ემანუელ კორცის ბევრ თემაზე ესაუბრა. გუშინ, კორციმ კალცონას ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო ამონარიდი გაასაჯაროვა, დღეს კი იტალიურ პრესაში ინტერვიუს სრული ვერსია გავრცელდა.

„პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა და აღიარა, რომ მასთან მუშაობის საწყის ეტაპზე, შეცდომა დაუშვა: „გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელს, ფრანჩესკო სინატის ვესაუბრე და ხვიჩა დამიხასიათა.  კვარაცხელიასთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ უნიკალური ბიჭია და ყოველთვის მზადაა, თანაგუნდელებს დაეხმაროს. ცოტათი ინტროვერტია, მაგრამ ძალიან არა და ორი დღის შემდეგ, ვნახე, რომ თანაგუნდელებთან ერთად იცინოდა და ამ გარემოში ყოფნით ბედნიერი იყო.

როცა ხვიჩა კარგად ვერ თამაშობს, პირველია, ვინც საკუთარ თავს აკრიტიკებს და ეს ძალიან მომწონს. ტაქტიკური გადმოსახედიდან, იგი ძალიან გაიზარდა. პირველ შეხვედრაში, რომელიც ჩემი მწვრთნელობისას ჩაატარა, მაღალ დონეზე არ უთამაშია, თუმცა, ეს ნაწილობრივ, ჩემი შეცდომის ბრალი იყო. სწრაფად მოვთხოვე, რომ დაცვაში თამაშის სტილი შეეცვალა. მან მთელი კონცენტრაცია ამაზე გადაიტანა და სხვა ყველაფერი უყურადღებოდ დატოვა, რამაც ცუდი თამაში გამოიწვია“.

ცნობისთვის, კვარაცხელია „ნაპოლის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მის თამაშს რამდენიმე საათში ვიხილავთ. სერია A-ს მიმდინარე სეზონში მას 9 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე: მილანში გადასვლამდე რუმენიგეს ბაიერნში ტრანსფერზე შევუთანხმდი
კალაძე: მილანში გადასვლამდე რუმენიგეს ბაიერნში ტრანსფერზე შევუთანხმდი