კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი, კაზემირო, პრედრაგ მიატოვიჩი
Aa
Aa

„სამართალი მადრიდულად“ - ყველაფერი, რაც ვინისიუსის ეპიზოდზე უნდა ვიცოდეთ

ჩემპიონთა ლიგაზე „რეალისა“ და „ლაიპციგის“ მატჩში ვინისიუსისა და ვილი ორბანის ეპიზოდი, კვირის მთავარი საფეხბურთო მოვლენა გახდა, რომლის შესახებაც თავისი მოსაზრება ბევრმა სპეციალისტმა, თუ გამოცემამ დააფიქსირა.

უმრავლესობა თანხმდება, რომ ბრაზილიელი გასაძევებელი იყო.

FIFA-ს ყოფილი არბიტრი, ესპანელი ედუარდო იტურალდე გონსალესიც თვლის, რომ მსაჯის შეცდომამ „რეალს“ 1/4-ფინალში გასვლა განაპირობა.

„ის შეიძლება გაძევებულიყო... იმიტომ, რომ მან ორბანს მკერდში კი არა, ხელი კისერში დაარტყა. თუ ის ყვითელს იღებს უხეში თამაშისთვის, შემდეგ კი ამას აკეთებს, ეს ორი ბარათია და მისი გაძევება შეიძლებოდა. დღეს მადრიდელებს მსაჯი დაეხმარათ, რადგან მათ უმცირესობაში მოუწევდათ თამაში! და სწორედ ის, ვინც გოლი გაიტანა, უნდა გაძევებულიყო“.

აურელინ ჩუამენი თვლის, რომ ვინისიუსის უხეშობის მომენტში მათ გაუმართლათ, რადგან ისინი მოედანზე 10 კაცით არ დარჩნენ.

„გასულ კვირას ვალენსიასთან მატჩში მსაჯი ჩვენს სასარგებლოდ არ მოქმედებდა. ალბათ ვინისიუსის ეპიზოდში გაგვიმართლა. ეს ჩვენთვის კარგია“.

„ლაიპციგის“ მარჯვენა მცველი ბენჯამინ ჰენრიხსი თვლის, რომ მსგავსი ქმედებისთვის მათ მოთამაშეს 100%-ით გააძევებდნენ.

„რა უნდა ვთქვა? მე გკითხავთ: როგორ ფიქრობ, რა მოხდებოდა ეს ლაიფციგის ფეხბურთელს რომ გაეკეთებინა? გააგდებდნენ, თუ არა ჩვენს მოთამაშეს? მე ვპასუხობ საკმაოდ ღიად და გულწრფელად. საპირისპირო ვითარებაში ჩვენი ფეხბურთელი რეალის რომელიმე მოთამაშეს ასე რომ მოპყრობოდა, მოედნიდან 100%-ით გააგდებდნენ“.

კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ეს მომენტი წითელ ბარათზე შესაფასებელი არ იყო.

„არ მგონია, რომ ეს ეპიზოდი წითელ ბარათად უნდა შეფასებულიყო“.

„რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელ პრედრაგ მიატოვიჩი თვლის, რომ ვინისიუსმა ნერვები უნდა დაიმშვიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ლეგენდარული მოთამაშე ვერასდროს გახდება.

„რეალის მაისური ასეთ ქცევას არ მოითმენს. სხვა გუნდში შეიძლება, მაგრამ არა აქ. ვინიციუსმა დამშვიდების გზა უნდა მოძებნოს. თორემ ლეგენდარული ფეხბურთელი ვერასოდეს გახდება. ის არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, რაც კარგია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ასევე გუნდელებისთვისაც არაპროგნოზირებადია.

ხედავთ, რომ თანაგუნდელები მის დამშვიდებას ცდილობენ, თითქოს ბავშვს ელაპარაკებიან. კლუბში ასევე ამბობენ, რომ მან უნდა შეცვალოს თავისი ქცევები, რადგან ეს მისი ოპონენტების გაღიზიანებას იწვევს, ასევე გუნდელებისაც კი“.

მსგავსი ტიპის ქმედებაზე კაზემირო გააძევეს

2023 წელს, კაზემირომ „კრისტალ პალასის“ მოთამაშეს უილ ჰიუზს კისერში ხელები მოუჭირა და ამ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა. ბრაზილიელი იმ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს, რაც ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

ერიკ ტენ ჰაგმა ამ ეპიზოდში ანჩელოტისგან განსხვავებით, თავისი ფეხბურთელის ქმედებაზე მოკლედ და გულახდილად ისაუბრა:

„დიახ, კაზემირო ჩარჩოებს გასცდა, თქვენ ეს ნახეთ“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის ხსენებამ უშველა - 90 წლის ქალისა და ჰამასის მებრძოლების ამბავი
მესის ხსენებამ უშველა - 90 წლის ქალისა და ჰამასის მებრძოლების ამბავი