ირმა ხეცურიანის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც 5 მარტს დაიწყო. დღეს, ქართველმა პარამოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა წარმატებას მიაღწია და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
ხმლით ფარიკაობაში, ქართველმა პარაათლეტმა ნახევარფინალში პოლონელი კაროლინა სტრავინსკა დაამარცხა და 15:8 იმარჯვა. ფინალში, ხეცურიანი იტალიელ როსანა პასკვინოს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 9:15 წააგო.
შეგახსენებთ, პარიზი 2024 მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრები განაგრძობენ ასპარეზობას. დღეს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.