ილია თოფურია, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„იდეალურ მებრძოლობასთან ძალიან ახლოსაა“ | სენდჰეგენი თოფურიას აქებს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „სენდმენმა“ „ელ მატადორი“ შეაქო და განაცხადა, რომ ილია იდეალურ მებრძოლობასთან ძალიან ახლოსაა.

„ილია თოფურია იდეალური მებრძოლის სტატუსთან ძალიან ახლოსაა. მართალია, ჯერ სერიოზული გამოცდა არც ერთხელ ჰქონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მრავალმხრივი მებრძოლია და მის სტილში ბევრი ხვრელი ნამდვილად არ შეინიშნება.

როცა ამ ყველაფერს მის ფიზიკურ მახასიათებლებს დავუმატებთ, მივიღებთ ადამიანს, რომელსაც MMA-სთვის კარგი აღნაგობა აქვს. დაბალი არაა და არც ძალიან მაღალი და მოუხერხებელია. კარგი რეაქციები აქვს და შთამბეჭდავია არა მხოლოდ მისი უნარები, არამედ მისი ფიზიკური მახასიათებლებიც. მგონია, რომ მას შეუძლია, ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყოს“.

ცნობისთვის, კორი სენდჰეგენს კარიერაში 21 ბრძოლა აქვს გამართული და ისეთი მეტოქეები დაუმარცხებია, როგორებიც მარლონ მორაესი, ფრენკი ედგარი, რობ ფონტი და მარლონ ვერა არიან. მას კარიერაში 4 წაგება აქვს და ალჯამეინ სტერლინგთან, ტი ჯეი დილაშოუსთან, ჯამალ ემერსთან და პიოტრ იანთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯორდანის 23 ნომერი მოვითხოვე“ | შენგელიას ისტორია ჩიკაგოში ტრეიდზე
„ჯორდანის 23 ნომერი მოვითხოვე“ | შენგელიას ისტორია ჩიკაგოში ტრეიდზე