მაიკ ტაისონი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

მაიკ ტაისონი რინგზე ბრუნდება | მისი მეტოქე ჯეიკ პოლი იქნება

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი და ლეგენდარული მოკრივე, მაიკ ტაისონი რინგზე ბრუნდება. 57 წლის „რკინის მაიკი“ ჯეიკ პოლს შეხვდება. ჯეიკ პოლი ყოფილი იუთუბერია, რომელმაც პროფესიონალური მოკრივის კარიერა დაიწყო და 10 ბრძოლა აქვს გამართული.

ტაისონისა და პოლის ჩხუბი 20 ივლისს გაიმართება და მას დალასში მდებარე „AT&T სთედიუმი“ უმასპინძლებს. ბრძოლის პირდაპირ რეპორტაჟს Netflix-ი შემოგვთავაზებს და ეს ამ პლატფორმისთვის პირველი საბრძოლო ღონისძიება იქნება.

„ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის დასაკუთრებაა და ახლა შანსი მაქვს, საკუთარი თავი ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი ჩემპიონისა და ყველა დროის ყველაზე სახიფათო მოკრივის წინააღმდეგ გამოვცადო. ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ბრძოლა იქნება“, - განაცხადა ჯეიკ პოლმა.

„ბოლო წლების განმავლობაში, ჯეიკ პოლი, როგორც მოკრივე, ძალიან გაიზარდა და სასიამოვნო იქნება, ვნახოთ მისი სურვილი და ამბიციები ყველა დროის საუკეთესო მოკრივის გამოცდილებისა და უნარების წინააღმდეგ რას გააწყობენ. მის დაფინიშებას ვაპირებ“, - განაცხადა ტაისონმა.

ცნობისთვის, ჯეიკ პოლს ნეით რობინსონის, ბენ ასკრენის, ტაირონ ვუდლის, ანდერსონ სილვას, ტომი ფიურის, ნეით დიასის, ანდრე ოგუსტისა და რაიან ბურლანდის წინააღმდეგ უჩხუბია. მას ერთი მარცხი აქვს და ტომი ფიურიმ მოუგო. ტაისონს რაც შეეხება, მან ბოლოს 2020 წელს, როი ჯონს ჯუნიორის წინააღმდეგ იჩხუბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პუბლიკა მოაჯადოვა“ | კვარა ნაპოლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
„პუბლიკა მოაჯადოვა“ | კვარა ნაპოლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს