კალცონა: კვარას ჩვევების შეცვლა ძალიან სწრაფად ვთხოვე, მან კი გამაოგნა
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ Cronache di Spogliatoio-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
ჟურნალისტი ემანუელ კორცი, რომელმაც კალცონასთან ინტერვიუ ჩაწერა, ნეაპოლელთა თავკაცის სიტყვებს ციტირებს.
„მე სპოილერებს მოგცემთ, სანამ სრული ინტერვიუ დაიდება. მაინტერესებდა გამეგო, როგორი ურთიერთობა ჰქონდა კალცონას კვარასთან, ფეხბურთელთან, რომელიც აქამდე არასდროს გაუწვრთნია. ხვიჩას შესახებ ყველა დადებითად საუბრობს, მას მოედანზეც პატივს სცემენ. ვიცი, რომ ის შეყვარებულის მიმართ ძალიან ყურადღებიანია.
კალცონამ თქვა, რომ როდესაც თავიდან ხვიჩა გაიცნო, მან ინტროვერტი ბიჭი აღმოაჩინა, შემდეგ ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ და ხუმრობებიც გაცვალეს.
უფრო მეტსაც გეტყვით, კალცონა თავის თავთან ძალიან თვითკრიტიკულია. მან მითხრა: „კვარას ძალიან სწრაფად ვთხოვე ჩვევების შეცვლა... მისი სტილი, დაცვითი ფაზა არის არბენები, მე კი ვთხოვე, რომ ცოტა უფრო უკან ეთამაშა. მან გამაოგნა. ის ისეთი კარგი ბიჭია, რომ მაშინვე საქმეს ხელი მოკიდა და გააკეთა“.
- ციტირებს ემანუელ კორცი კალცონას სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ ქომაგებმა თებერვლის თვეში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.