ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პუბლიკა მოაჯადოვა“ | კვარა ნაპოლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველი შემტევი „პარტენოპეის“ ქომაგებმა გამოარჩიეს და ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა თავიანთი პოზიცია „ნაპოლის“ ოფიციალურ აპლიკაციაში დააფიქსირეს.

„ნაპოლის ფანებმა ხვიჩა კვარაცხელია თებერვლის MVP-დ აირჩიეს და კლუბის ოფიციალური აპლიკაციის მეშვეობით, თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ქართველ შემტევს მიანიჭეს. თებერვალში, კვარამ სცენის ცენტრალური ნაწილი გოლებით, ასისტებითა და საოცარი მოქმედებებით დაიკავა. მან თავისი გარღვევებით პუბლიკა მოაჯადოვა“, - წერს „პარტენოპეის“ ოფიციალური ვებგვერდი.

ცნობისთვის, თებერვალში, კვარაცხელიამ 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ვერონასთან“ მატჩში, ხვიჩამ გუნდს 87-ე წუთზე შეგდებული შედევრით მოაგებინა, „სასუოლოს“ კი დუბლი შეუსრულა და ვიქტორ ოსიმენსაც გაატანინა.

გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მე-4 პოზიციაზე მყოფ „ბოლონიას“ 8 ქულით ჩამორჩება. „პარტენოპეის“ მომდევნო მეტოქე საბა საზონოვის „ტორინოა“, რომელსაც პარასკევს დაუპირისპირდება. მატჩი 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როგორ შევაჩერებთ კვარა-ოსიმენს?“ | იურიჩს ნაპოლის შემტევებზე ჰკითხეს
„როგორ შევაჩერებთ კვარა-ოსიმენს?“ | იურიჩს ნაპოლის შემტევებზე ჰკითხეს