„მძიმეწონოსანი მერაბი ვარ, ოღონდ...“ | კურტის ბლეიდსმა საკუთარი თავი მანქანას შეადარა
UFC-ის მძიმეწონოსანი მებრძოლი, კურტის ბლეიდსი მომდევნო ჩხუბს UFC 299-ზე გამართავს და ჟაილტონ ალმეიდას დაუპირისპირდება. ჩხუბამდე, ბლეიდსი ჟურნალისტებს შეხვდა, მათ შეკითხვებს უპასუხა და საკუთარი თავი, როგორც მებრძოლი, მერაბ დვალიშვილს შეადარა.
- შენი მომდევნო მეტოქე დემიან მაიას შეადარე, საკუთარ თავს რომელ მებრძოლს შეადარებდი?
„ყოველთვის მინდოდა, ხაბიბ ნურმაგომედოვის სტილში მეჩხუბა, მაგრამ შემდეგ გავაანალიზე, რომ ხელით განხორციელებული დარტყმების გაუმჯობესება აუცილებელი იყო. ვერ ვიხსენებ მებრძოლს, რომელსაც ჩემნაირი ჭიდაობა და სტრაიკინგი აქვს... ერთი წამით, მერაბი, მერაბი გამახსენდა. მძიმეწონოსანი დვალიშვილი ვარ, ოღონდ მისნაირი ენერგია და კარდიო არ მაქვს“.
ცნობისთვის, კურტის ბლეიდსს კარიერაში 22 ბრძოლა აქვს გამართული. მან 17-ჯერ იმარჯვა და 4-ჯერ დამარცხდა, ერთხელ კი ჩხუბის შედეგი გაუქმდა. ბლეიდსს ისეთი მებრძოლების წინააღმდეგ უჩხუბია, როგორებიც ფრენსის ნგანუ (ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა 2-ჯერ), ალისტარ ოვერიმი (ტექნიკური ნოკაუტით მოუგო), მარკ ჰანტი (გადაწყვეტილებით მოუგო), დერიკ ლუისი (ნოკაუტით წააგო), ტომ ასპინალი (ტექნიკური ნოკაუტით მოუგო) და სერგეი პავლოვიჩი (ტექნიკური ნოკაუტით წააგო) არიან.