ბექა გიგაშვილი, ბექა გორგაძე
Aa
Aa

ორი ქართველი TOP 14-ის სიმბოლურში!

ბექა გორგაძე და ბექა გიგაშვილი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის თებერვლის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ. „პოს“ და „ტულონის“ ქართველმა ლეგიონერებმა მიმდინარე სეზონში ასეთი აღიარება პირველად დაიმსახურეს.

თებერვალში „ტულონი“ „პოსთან“ 9-17, „კასტრთან“ 17-25, „ბორდოსთან“ კი 32-27 დამარცხდა. ასეთი წარუმატებლობის მიუხედავად, გიგაშვილი შერკინებაში ტრადიციულად ძლიერი იყო და საკუთარ საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებდა.

რაც შეეხება „პოს“, გორგაძემ და მისმა თანაგუნდელებმა „კასტრთან“ 33-44 წააგეს, „ბორდოს“ 20-10 მოუგეს, „ტულონთან“ კი 17-9 გაიმარჯვეს.

ჩვიდმეტი ტურის შემდეგ „ტულონი“ 41 ქულით მეხუთე, „პო“ კი 40 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ამჟამად როგორც გორგოძე, ასევე გიგაშვილი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფებიან და პორტუგალიელებთან გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები