გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი, ვაშინგტონ უიზარდსი
Aa
Aa

ბითაძის სასტარტო და 25 წუთი - ორლანდომ აუთსაიდერთან გაიმარჯვა

NBA-ის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის აუთსაიდერ „ვაშინგტონ უიზარდს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 10 ქულის სხვაობით, 119:109 გაიმარჯვა.

ქართველი ცენტრი ორლანდოს სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა და მოედანზე 25 წუთი გაატარა. გოგას გამორჩეული მატჩი დაცვაში ჰქონდა. 25 წუთის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 6 ქულა ჩააგდო, 2 ასისტი შეასრულა, 8-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი (2 შეტევაში), რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ასევე, თითო-თითო ბლოკი და ჩაჭრაც მიითვალა, ბურთი სამჯერ დაკარგა, მეტოქის წინააღმდეგ კი ერთხელაც არ დაჯარიმებულა. ბითაძემ 2-დან 2 საჯარიმო და 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

ქულების რაოდენობით, ორლანდოდან საუკეთესო ფრანც ვაგნერი გახდა - 28 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი, ვაშინგტონიდან კი ჯორდან პული გამოირჩა - 26 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი.

63 ტურის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 37 მოგებითა და 26 მარცხით მე-4 ადგილს იკავებს. ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 მარტს, სტუმრად „ნიუ-იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 7 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა
შერმადინის 7 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა