მადრიდის რეალი, ლაიპციგი, მარკო როზე, იტურალდე გონსალესი
Aa
Aa

მარკო როზე: “ვამაყობ, ლაიპციგმა ბერნაბეუზე პირველ ნომრად ითამაშა“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში მადრიდის „რეალმა“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და ბეწვის ხიდზე გაიარა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და „სამეფო კლუბი“ მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა როზემ?

„ბევრი მომენტი გვქონდა და საბოლოო ჯამში კარგად ვითამაშეთ. მაღალ პრესინგს ვთამაშობდით და თავს კარგად ვიცავდით. სამწუხაროდ, საკმარისი გოლები ვერ გავიტანეთ. „რეალმა“ ორი მატჩის ჯამში ჩვენზე ერთით მეტი გოლი გაიტანა. იმედგაცრუებულები ვართ.

ანჩელოტის გუნდს დიდ პატივს ვცემ და გამარჯვებას ვულოცავ, თუმცა კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემმა გუნდმა დიდებულად ითამაშა. ადვილი არ არის გამოხვიდე სანტიაგო ბერნაბეუზე და პირველ ნომრად იასპარეზო. ეს რაღაც არაჩვეულებრივი იყო.“

შეგახსენებთ, რომ მეორე ტაიმში ვინისიუს ჯუნიორი „ლაიპციგის“ კაპიტანს ვილი ორბანს არასპორტულად მოექცა. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ჯერ არასაჭირო სიტუაციაში წააქცია და შემდეგ, როდესაც ვილი წამოდგა მას ხელი კისერში მოუჭირა და ძირს დააგდო.

რა თქმა უნდა, „ლაიპციგის“ ფეხბურთელები ჯუნიორის გაძევებას ითხოვდნენ, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი საკმარისად ჩათვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყოფილმა მსაჯმა ედუარდო იტურალდე გონსალესმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი შემტევი გასაგდები იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: ცუდად ვითამაშეთ, პასუხისმგებლობას ვიღებ
ანჩელოტი: ცუდად ვითამაშეთ, პასუხისმგებლობას ვიღებ