უცნობი ამბავი - დე ბრუინს შეეძლო კლოპთან ეთამაშა
Aa
Aa

უცნობი ამბავი - დე ბრუინს შეეძლო კლოპთან ეთამაშა

როგორც მოგეხსენებათ, კევინ დე ბრუინმა ბუნდესლიგაში 2 სეზონი გაატარა. ერთ ბრემენის „ვერდერში“, ხოლო ერთი კი „ვოლფსბურგში“.

როგორც აღმოჩნდა, ბელგიელ ნახევარმცველს შანსი ჰქონდა, რომ იურგენ კლოპის მეთაურობით ეთამაშა. ამასთან დაკავშირებით, „სიტის“ ნახევარმცველი TNT Sports-ს ესაუბრა.

დე ბრუინი:

„“ჩელსისთან“ კონტრაქტს ხელი მოვაწერე, რადგან ვიცოდი, რომ 1 წლით იჯარის წესით გამიშვებდნენ და თუ კარგად ვითამაშებდი უკან დავბრუნდებოდი. პრე-სეზონის დასრულების შემდეგ, „ვერდერში“ წავედი და მართლაც კარგი სეზონი მქონდა.

ამის შემდეგ, დიდი აურზაური იყო. ჩემი დამატება იურგენ კლოპს სურდა, მაგრამ ჟოზე მოურინიომ მოითხოვა, რომ უკან „ჩელსიში“ დავბრუნებულიყავი. სამწუხაროდ, „ჩელსიში“ კარიერა არ ამეწყო. ალბათ უფრო მომთმენი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ კლოპთან მუშაობა დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო იქნებოდა.“

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წელს გადავიდა და მას შემდეგ დიდებულ ფეხბურთს თამაშობს. 2015 წლიდან დღემდე, ბელგიელმა ნახევარმცველმა „ქალაქელების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 369-ჯერ მოირგო, 98 გოლი გაიტანა და 165 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთის პროკურატურა კარლო ანჩელოტის პატიმრობას ითხოვს
ესპანეთის პროკურატურა კარლო ანჩელოტის პატიმრობას ითხოვს