“არასდროს იცი რა მოხდება მომავალში“ - ჰოლანდი რეალში გადასვლაზე
გუშინ, ბრიტანულმა მედიამ „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივრები აანერვიულა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერლინგ ჰოლანდი გუნდიდან წასვლას აპირებს და მის მომავალ კლუბად მადრიდის „რეალი“ დასახელდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ნორვეგიელმა თავდამსხმელმა „კოპენჰაგენთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რა თქვა ჰოლანდმა?
„მე მანჩესტერში ნამდვილად ბედნიერი ვარ. კლუბის ყველა წევრთან დიდებული ურთიერთობა მაქვს. ახლა, რომ რაიმე ჩემს მომავალთან დაკავშირებით ვთქვა ხვალ გაზეთების სათაურები აჭრელდება. ხვალ არასდროს იცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რაღაცების დაწერა შეგიძლიათ, თუმცა ასევე უნდა დაწეროთ ყველაფერი, რაც მანამდე მოხდება.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი სამიზნე კილიან მბაპეა, რომელთანაც ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეულია.
„სამეფო კლუბი“ მოლაპარაკებას ალფონსო დევისთანაც აწარმოებს. კანადელ უკანახაზელს „ბლანკოსში“ სურს თამაშ და „ბაიერნთან“ კონტრაქტის არ ახანგრძლივებს.