მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გიორგი მიქაუტაძე მეცში თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ფრანგული კლუბის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ფეხბურთელიც იღებდა. გიორგი მიქაუტაძემ ხმათა უმრავლესობა - 56% მიიღო.

თებერვალში, გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ მაისურით 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. 23 წლის შემტევმა ჯერ ასისტი, 4 თებერვალს, „ლორიენთან“ გაიფორმა, რომელშიც მისი გუნდი 1:2 დამარცხდა, 23 თებერვალს კი გოლი „ლიონს“ გაუტანა, თუმცა, ამჯერადაც, მისმა გუნდმა თამაში 1:2 წააგო.

საგულისხმოა, რომ მიქაუტაძემ მარტის დასაწყისში უკვე მოასწრო როგორც გოლის გატანა, ისე საგოლე გადაცემის შესრულება. ქართველმა შემტევმა თავი 3 მარტს, „ნანტის“ წინააღმდეგ გამოიჩინა. ამ მატჩში „მეცმა“ 2:0 გაიმარჯვა.

საერთო ჯამში, მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელი ამსტერდამის „აიაქსის“ საკუთრებაა და ფრანგულ კლუბში სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია გრაციოზული იყო“ - იუვეს ლეგენდამ ხვიჩა შეაქო
„კვარაცხელია გრაციოზული იყო“ - იუვეს ლეგენდამ ხვიჩა შეაქო