„მარადიული ხელოვანი, რომელიც არსად წასულა“ - Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე
ცნობილი იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო თამაშებს განიხილავს და წერს, რომ ქართველი შემტევი ჩვეულ დონეს უბრუნდება.
რა წერია სტატიაში:
ხვიჩა კვარაცხელია მარადიული ხელოვანი, თანამედროვე და ამავდროულად უძველესი მხატვარია, რომელიც მოედნებზე ტრიალებს. მას კვარავაჯო ჰქვია, რომელიც ფსიქოდელიურ იგავებს ხატავს და აბედნიერებს როგორც ესთეტებს, ისე მეოცნებეებს. ხვიჩა კვარაცხელია არსად გაუჩინარებულა, შესაძლოა ცოტა ხნით დაისვენა, ან მოიწყინა იმ მარტოობაში, რომელშიც დროებით აღმოჩნდა. ახლა კი ის ხელახლა ამუშავდა. გამოჩნდა მატიას ოლივეირა, პარტნიორი, რომელმაც გალიიდან გაათავისუფლა. კვარამ ისევ შეძლო თავისი ნიჭის დემონსტრირება... საჯარიმოს გარედან დარტყმები, ჰაერიდან დარტყმები, მაგალითად ისეთი, როგორიც სასუოლოსთან და იუვენტუსთან იყო, საგოლე გადაცემები და ა.შ. საშუალოდ, ის ჯერ კიდევ მცირედით ჩამორჩება ლიგაში თავის პირველ წელს, რომელმაც მას MVP-ის წოდება მოუტანა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, თავი კი 9 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მისი გუნდი ბოლოს ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. „პარტენოპეის“ მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ჯაკომო რასპადორიმ გაიტანეს.
ნაპოლი 2:1 იუვენტუსი
27 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.