ვილი სანიოლი, გიორგი არაბიძე
Aa
Aa

არაბიძე: მზად ვარ ნაკრებს დავეხმარო, დანარჩენს მე არ ვწყვეტ

ქუთაისის „ტორპედოს'' ლიდერმა გიორგი არაბიძემ მედიასთან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შესაძლო მიწვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, მზადაა ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტი არაა. ცხადია, გადაწყვეტილება ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა უნდა მიიღოს.

გიორგი არაბიძე: "პირადად მე გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ''.

გიორგი არაბიძეს გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდზეც ჰკითხეს, როცა უცხოური კლუბებიდან წინადადებები მიიღო, თუმცა საბოლოოდ „ტორპედოში'' დარჩენა გადაწყვიტა. 26 წლის ფეხბურთელის კომენტარს „ტორპედოს'' პრესსამსახური ავრცელებს.

არაბიძე: „მნიშვნელობა არ აქვს რა იწერებოდა ზამთარში, მე დღეს „ტორპედოს'' ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები."

2017 წელს, როცა მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო, გიორგი არაბიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო. 2018 წლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში აღარ მიუწვევიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები