ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

მისი თვისებები და ხედვა გამოარჩიეს - ამორიმი ჩავის შემცვლელად განიხილება

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ დატოვებს.

სპორტულ მედიაში „ბლაუგრანას“ არაერთ სპეციალისტს უკავშირებენ. დღეს კი Goal.Com სრულიად ახალ კანდიდატურაზე წერს. საუბარი „სპორტინგის“ მთავარ მწვრთნელზე რუბენ ამორიმზეა.

წყაროს ცნობით, „ბარსელონამ“ ამორიმი სხვა კანდიდატებზე წინ დააყენა. კატალონიურ გრანდში თვლიან, რომ რუბენს ის თვისებები და ხედვა აქვს, რაც ბარსას მწვრთნელს უნდა ჰქონდეს.

39 წლის პორტუგალიელმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 2021 წელს „სპორტინგს“ პორტუგალიის ჩემპიონატი მოაგებინა და ყურადღება სწორედ ამით მიიქცია. მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს დეკუ იჩენს.

მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ „ბლაუგრანა“ დე ძერბის და ჰანსი ფლიკის კანდიდატურასაც განიხილავს. მეტიც, გერმანელთან პირველადი კომუნიკაცია უკვე შედგა და ფლიკის სურვილი კატალონიაში გადაბარგებაა. ჯერჯერობით ჟოან ლაპორტას ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია.

Goal.Com იმასაც წერს, რომ პორტუგალიელ მწვრთნელთან თანამშრომლობით მიუნხენის „ბაიერნი“ და „ლივერპულიც“ ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში მესამე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება.

ჩავი ერნანდესის გუნდს „სამეფო კლუბის“ „ვალენსიასთან“ დაკარგული ქულებით სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ბილბაოს „ატლეტიკს“ ვერ მოუგო(0:0) და სხვაობა კვლავ 8 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდი: “მესი უნდა წავიდეს, რომ მე ოქროს ბურთი მოვიგო“
ჰოლანდი: “მესი უნდა წავიდეს, რომ მე ოქროს ბურთი მოვიგო“