“რეალი მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს“ - ანჩელოტი ლაიპციგთან მატჩზე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში მადრიდის „რეალი“ „ლაიპციგს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ანჩელოტიმ?
„შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით. ნაჩოს ნაცვლად ჩუამენი იმიტომ ვათამაშე, რომ ნაჩო ვერ ვარჯიშობდა. ახლა ის ხელმისაწვდომია. დღემდე ძალიან კარგად მოვდივართ, მაგრამ სეზონის შეფასება ჯერ ადრეა. „ლაიპციგთან“ პირველი მატჩი შევაფასეთ და გავაანალიზეთ, თუ რისი გაუმჯობესება გვჭირდება. ჩვენი მოწინააღმდეგე საკმაოდ საშიში გუნდია. მათ ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავთ.
მთავარი ის არის, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, რასაც მათ ვუხსნი ყოველთვის მარტივად იგებენ. ერთ ბურთიანი უპირატესობა არაფერს ნიშნავს. ჩემი გუნდი მხოლოდ მოსაგებად გამოვა.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა და „სამეფო კლუბმა“ ბრაჰიმ დიასის ეფექტური გოლის წყალობით გაიმარჯვა.
ცნობისთვის, „რეალისა“ და „ლაიპციგის“ დაპირისპირება 6 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.