მერაბ დვალიშვილი, ანატოლი მალიხინი
Aa
Aa

„შეთანხმება გვაქვს, არასწორად იქცევა“ | მალიხინმა დვალიშვილს უპასუხა

One Championship-ის სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ანატოლი მალიხინმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა. ახლახან, „მანქანამ“ განაცხადა, რომ მალიხინმა მას წაგებული 50 000 აშშ დოლარის მხოლოდ მცირე ნაწილი, 11 000 გადაურიცხა და დვალიშვილმა დანარჩენის მიღება მოითხოვა, რაზეც რუსი მებრძოლი MatchTV-ს ესაუბრა.

„დვალიშვილს ჩემი ნომერი აქვს და ყველაფერი ჩვენი შეთანხმების მიხედვით სრულდება. მერაბი ყოველ ჯერზე ხმაურს ტეხს და სპეციალურად ცდილობს, ყურადღება მიიპყროს. როგორც კი პოსტი გამოაქვეყნა, მივწერე და ვუთხარი: „ხომ ყველაფერი სრულდება?! რა გინდა, რომ ფული 50-50 ცენტებით გამოგიგზავნო?“ ამაზე არაფერი უპასუხია და ჩუმად იყო.

მისი მხრიდან, ასეთი ქცევა ულამაზოა. შეთანხმება გვაქვს, რომელიც სრულდება და 1000-2000 დოლარს ვურიცხავ. მას შემდეგ, რაც მოვილაპარაკეთ, ფულის გადარიცხვა დავიწყე, მანამდე კი საერთოდ იმას ამბობდა, რომ არაფრის გადარიცხვა არ იყო საჭირო. მისი ქცევა არ მომწონს, მაგრამ არა უშავს. ცხოვრება სადმე ერთმანეთს შეგვახვედრებს და დავსხდებით და დავილაპარაკებთ. ყველამ იცის, ანატოლი მალიხინი ვინაა“.

ცნობისთვის, მერაბმა და მალიხინმა სანაძლეო პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე დადეს და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, „მანქანამ“ 50 000 მოიგო, რომელიც ვერა და ვერ მიიღო. მალიხინმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ დვალიშვილს ფული სრულად გადაურიცხა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს სიმართლე არაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია ხელფასის სახით რა თანხას მოითხოვენ | Gazzetta კვარას კონტრაქტზე
ცნობილია ხელფასის სახით რა თანხას მოითხოვენ | Gazzetta კვარას კონტრაქტზე