ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, კრისტიანო ჯუნტოლი, სტეფანო ბორაჩინი
Aa
Aa

„დე ლაურენტისი ამბობს, რომ კვარა მისმა შვილმა აღმოაჩინა, მე კი ვიცი, რომ...“ - სტეფანო ბონაჩინი

იტალიური „კარპის“ ყოფილმა პრეზიდენტმა და აურელიო დე ლაურენტისის ახლო მეგობარმა, სტეფანო ბონაჩინიმ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში კრისტიანო ჯუნტოლის შესახებ ისაუბრა და  ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. როგორც ცნობილია, ხვიჩას ნეაპოლიში წვლილი ჯუნტოლისაც მიუძღვის.

რას ამბობს ბონაჩინი:

ჯუნტოლისთვის ნეაპოლში დაბრუნება საკმაოდ ემოციური იყო. კრისტიანომ იცოდა, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა, თუმცა, ნეაპოლში ყოფნამ მას ბევრი ემოცია მიანიჭა. კვარას გოლი მისთვის ერთგვარი ხუმრობა იყო, იმის გათვალისწინებით, რომ კრისტიანო მას წლების განმავლობაში აკვირდებოდა და ნეაპოლში დასამატებლად ყველაფერი გააკეთა.

დე ლაურენტისმა თქვა, რომ ქართველი მისმა შვილმა, ედომ აღმოაჩინა, არ ვიცი... ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, თუ როგორ წარიმართა კვარაცხელიას ისტორია და ის, რომ ჯუნტოლი მას დიდი ხანი აკვირდებოდა. ასე რომ, ამ საკითხში ჩემს აზრზე დავრჩები.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი იყო და „პარტენოპეიში“ კვარაცხელიას გადაყვანაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჯუნტოლიმ „ნაპოლი“ დატოვა და „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

სერია A-ს გასულ ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორის გოლებით 2:1 დაამარცხა. 2023/24 წლების სეზონში ქართველმა შემტევმა „პარტენოპეის“ მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შემთხვევაში დარჩება კვარა ნაპოლიში - სარფიანი წინადადება და ახალი შეთანხმება
რა შემთხვევაში დარჩება კვარა ნაპოლიში - სარფიანი წინადადება და ახალი შეთანხმება