ცნობილია ხელფასის სახით რა თანხას მოითხოვენ | Gazzetta კვარას კონტრაქტზე
ცნობილი იტალიური გაზეთის, Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეა საუბარი. Gazzetta dello Sport-ი „კვარას“ კონტრაქტთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ასახელებს ხელფასს, რომელსაც მისი წარმომადგენლები კლუბს, ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ მოსთხოვენ.
„საჭიროა, კონტრაქტში ცვლილებები შევიდეს და ხელფასი იმ დონეს გაუთანაბრდეს, რომელზეც ეს ტოპ ფეხბურთელი იმყოფება. ხვიჩა სერია A-ს ყველაზე დაბალანაზღაურებად ვარსკვლავებს შორისაა და სეზონში მისი ხელფასი 1.5 მილიონი ევროა. ამის გამო, კვარაცხელიას უკმაყოფილება არასდროს გამოუხატავს და ერთგულების ბონუსს ნამდვილად იმსახურებს.
მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები ნაპოლის ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს მოსთხოვენ, რასაც ბონუსები დაემატება. თუ პარტენოპეიმ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი ჩაიდება, რათა თავიდან აირიდონ ის, რაც ვიქტორ ოსიმენთან, ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე გაიარეს“, - წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.