ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი შელია
Aa
Aa

„მირანჩუკი ხვიჩაზე არანაკლებ ნიჭიერია“ - რას ამბობს გიორგი შელია ქართველებზე

რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდ „ახმატ გროზნოს“ წარმოშობით ქართველი მეკარე, გიორგი შელია რუსულ Sport 24-თან ინტერვიუს დროს ქართველ და რუს ფეხბურთელებზე საუბრობს და ამბობს, რომ ალექსეი მირანჩუკი ხვიჩა კვარაცხელიაზე არანაკლებ ნიჭიერი ფეხბურთელია.

ჟურნალისტის კითხვა - ნუკრი რევიშვილმა გვითხრა, რომ ქართველ ფეხბურთელებს რუსებზე ნიჭიერად მიიჩნევს, ეთანხმებით?

ამაში ვეთანხმები, მაგრამ რუსეთში მეტი დისციპლინა და ფიზიკური გამძლეობაა. მაგრამ აქაც არ არის ნაკლები ნიჭი. მეტიც, ნიჭი დიდი შრომის გარეშე ვერ განვითარდება. შესაძლოა, ქართველები ბურთთან უფრო ტექნიკურები არიან, რადგან ბურთით მოძრაობა უყვართ. როდესაც რომელიმე ქართულ ეზოში შეხვალ, ნებისმიერ სოფელში, ნახავთ, რომ პასის მიცემა არავის უყვარს. თამაშის ასეთი კულტურა ბავშვობიდან მოდის.

მაგრამ ვიტყვი, რომ მირანჩუკი ხვიჩაზე არანაკლებ ტექნიკურია. ხვიჩა შედარებით განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ალექსეიც ძალიან ტექნიკურია, ისევე როგორც გოლოვინი. რა თქმა უნდა, საშაც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.

ხვიჩა თუ არშავინი? ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება, რამდენიმე წელში ვნახოთ... არშავინმა კარიერა დიდი ხნის წინ დაასრულა. ანდრეის თამაში კარგად მახსოვს, ის მანქანა იყო, ტოპ-ფეხბურთელი. ის „არსენალში“ თამაშობდა და „ზენიტსა“ და ეროვნულ ნაკრებში ბევრი რამ გააკეთა. ასეთი ფეხბურთელები ყველგან არ იბადებიან. საქართველოში ვინ უნდა გავიხსენოთ ასეთი ხვიჩას გარდა? რთულია... არც არავინ.

ცნობისთვის, გიორგი შელია მოსკოვში დაბადებული წარმოშობით ქართველი ფეხბურთელია, თუმცა, მთელი კარიერის განმავლობაში რუსეთის სახელით თამაშობს. შელიას სხვადასხვა წლების განმავლობაში მოსკოვის „დინამოში“, „ენისეიში“, „უფასა“ და კიდევ ბევრ სხვა რუსულ გუნდში უთამაშია, ახლა კი „ახმატის“ ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერგონცი: კამბიასო კვარას იჭერს, ეს პენალტია, საქმეში VAR-ი უნდა ჩართულიყო
ბერგონცი: კამბიასო კვარას იჭერს, ეს პენალტია, საქმეში VAR-ი უნდა ჩართულიყო