გადადეთ ნაპოლი - ატალანტა | დე ლაურენტისის მოთხოვნა გრავინას
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გაბრიელე გრავინას ღიად დაუპირისპირდა. მიზეზი სერია A-ს 30-ე ტურის შეხვედრის „ნაპოლი“ – „ატალანტას“ 30 მარტს დანიშვნაა, რომლის ჩატარებასაც დე ლაურენტისი 1 აპრილს ითხოვდა.
საქმე იმაშია, რომ ამ მატჩს წინ სანაკრებო პაუზა უძღვის. ნეაპოლის კლუბის მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კი პარალელურად სლოვაკეთის ეროვნულ გუნდსაც ამზადებს, რომელიც ამხანაგურ მატჩს 23 მარტს ავსტრიელებთან, 26-ში კი ნორვეგიელებთან გამართავს.
დე ლაურენტისი თვლის, რომ „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ თამაშის შაბათს, თანაც ადგილობრივი დროით შუადღის პირველ ნახევარზე დანიშვნა, მისი გუნდის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.
კალცონამ ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა მაქსიმუმ ორი ვარჯიშის ჩატარება მოასწროს, რაც პარტენოპეისთვის უშუალო კონკურენტ „ატალანტასთან“ მატჩისთვის კარგად მომზადებისთვის შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.