არველაძის კარაგიუმრუქმა ბალოტელის გოლით წააგო - მარცხი ადანა დემირსპორთან
თურქეთის სუპერ ლიგის 28-ე ტურში შოთა არველაძის მომზადებული „კარაგიუმრუქი“ სტუმრად „ადანა დემირსპორთან“ 0-1 დამარცხდა. ერთადერთი ბურთი 27-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმით მარიო ბალოტელიმ გაიტანა. კომპენსირებულ დროში არბიტრმა სტუმართა იტალიელი ფეხბურთელი ფედერიკო ჩეჩერინი გააძევა, რომელიც 77-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა.
სატურნირო თვალსაზრისით შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ქონდა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში „კარაგიუმრუქი“ „ადანას“ ქულებით გაუთანაბრდებოდა.
მატჩის დასრულების შემდეგ ტრადიციული პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც სტუმრების 50 წლის ქართველი მწვრთნელიც იმყოფებოდა.
რა თქვა არველაძემ:
 
თამაში ცუდად დავიწყეთ. ერთ-ერთი ჩვენი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და დაწინაურების კარგი შანსი ხელიდან გავუშვით. ბურთს ხშირად ვკარგავდით და როდესაც ასეთ შეხვედრაში უშვებ შეცდომებს, ბევრ კონტრშეტევას მიიღებ. შესვენების შემდეგ თითქოს სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ ბევრი მომენტის შექმნაც ვერ შევძელით და ცუდი შედეგი მივიღეთ.
მომდევნო შეხვედრას „კარაგიუმრუქი“ სტუმრად შოთა არველაძის ყოფილ გუნდთან, „ტრაბზონსპორთან“ 9 მარტს ჩაატარებს.