ჯუდ ბელინგემი, ხესუს ხილ მანსანო
Aa
Aa

ვალენსია-რეალის მსაჯი საქმიანობას დროებით ჩამოაშორეს

ესპანეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ „ვალენსია“ – „რეალის“ შეხვედრის მთავარი არბიტრი ხესუს ხილ მანსანო სამსაჯო საქმიანობას დროებით ჩამოაშორა. გადაწყვეტილება ლიგის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელებმა დღევანდელი განხილვის შემდეგ მიიღეს.

„მესტალიაზე“ გამართული მატჩის 99-ე წუთზე, მაშინ, როდესაც ანგარიში 2-2 იყო, ჯუდ ბელინგემმა თავური დარტყმით მასპინძლების კარში გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა. მიზეზი კი საკმაოდ კურიოზული და უცნაურია - ხილ მანსანოს საფინალო სასტვენი მაშინ გაისმა, როდესაც ბურთი საჯარიმოში ჰაერში იყო და ინგლისელი ფეხბურთელი დასარტყმელად ემზადებოდა.

არბიტრის უცნაური ქმედებით გაღიზიანებულმა ბელინგემმა მანსანოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ლა ლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერმა წითელი ბარათი მიიღო.

თამაში ფრედ 2-2 დასრულდა, თუმცა „რეალის“ ქულების დაკარგვით კონკურენტებმა ვერ ისარგებლეს და სატურნირო ცხრილში სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები