ბაიერნი VS ლაციო - მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში „ბაიერნი“ „ლაციოს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
წინა მატჩი
ამ გუნდების წინა თამაში ბევრისთვის მოულოდნელად დასრულდა. „ლაციომ“ 1:0 მოიგო და განმეორებით შეხვედრას მცირე უპირატესობით ხვდება. აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა.
შიდა ჩემპიონატი
მიუნხენის „ბაიერნი“ „ლაციოსთან“ მატჩს ცუდ ხასიათზე ხვდება. „რეკორდმაისტერმა“ ბუნდესლიგის მოგების შანსი თითქმის დაკარგა. გასულ ტურში, ტუხელის შეგირდები „ფრაიბურგს“ შეხვდნენ და ქულები დაკარგეს. თამაში ფრედ 2:2 დასრულდა და ლევერკუზენის „ბაიერთან“ სხვაობა 10 წულამდე გაიზარდა.
რაც შეეხება „ლაციოს“, მიმდინარეა სეზონის სარის გუნდი ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება და ალბათ მაქსიმალური მიზანი ევროპის ლიგაზე გასვლა იქნება. სერია ა-ს გასულ ტურში, რომაული კლუბი საკუთარ კედლებში „მილანს“ შეხვდა და მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. ამ მომენტისთვის, „ლაციო“ სერია ა-ში მეცხრე ადგილზე იმყოფება.
დანაკლისი:
ამ მხრივ „ბაიერნს“ საკადრო პრობლემები აქვს. ტომას ტუხელის განკარგულებში უპამეკანო, კომანი, მაზრაუი, სარი და მარუშიჩი არ იქნებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლეროი სანეს და სერჟ გნაბრის თამაში. „ლაციოს“ კი მხოლოდ როველა და პატრიჩი არ ეყოლება.
რა თქვა ტუხელმა მატჩის წინ?
„მოგიწოდებთ მოთმინებისკენ. იმედი ნუ გაგიცრუვდებათ, თუ 90 წუთის განმავლობაში რაღაცები ისე არ წავა, როგორც ჩვენ დავგეგმეთ. ეს მატჩის შემადგენელი ნაწილი იქნება. წინ 90 წუთია სიტუაციის გასაუმჯობესებლად. მყარი ნერვები და სუფთა გონება გვჭირდება. გოლის გატანას პირველივე წუთებზე უნდა ვეცადოთ.
სიტუაცია საკმაოდ მკაფიოა. საუკეთესო შესრულებისთვის ზეწოლა უნდა ვიგრძნოთ. ზეწოლა აუცილებელია, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ვიაზრებ, რომ სარის კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. იმედი მაქვს, საკუთარი კედლები და გულშემატკივრები სასურველი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარებიან.“
რა თქვა სარიმ მატჩის წინ:
1/4 ფინალის კვალიფიკაციისკენ მიმავალი მარტივი გზა არ არსებობს. „ბაიერნს“ განუზომელი ხარისხი აქვს. გოლებს ძალიან მარტივად იტანენ და ამის გამო, დაცვაში თავდაუზოგავი ბრძოლა გვმართებს. მაგრამ ასევე, უნდა გვქონდეს წინ წასვლის გამბედაობაც, რათა მეტოქე მაქსიმალურად დავაზიანოთ. მთელი თამაშის განმავლობაში დაცვაში ვერ ვიდგებით.
გაბედულები უნდა ვიყოთ და გადამწყვეტ მომენტებში უშეცდომოდ ვითამაშოთ. ვიცით, ეს ძალიან რთული იქნება. მოგვიწევს ბრძოლა და თავგანწირვა. ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია და ამან გამბედაობა უნდა მოგვცეს.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „ლაცაიოს“ მომავალი დაპირისპირება 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.