ბაიერნი, ლაციო, ტომას ტუხელი
Aa
Aa

“მოთმინებისკენ მოგიწოდებთ“ - ტუხელი ლაციოსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში მიუნხენის „ბაიერნი“ რომის „ლაციოს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ტუხელმა?

„მოგიწოდებთ მოთმინებისკენ. იმედი ნუ გაგიცრუვდებათ, თუ 90 წუთის განმავლობაში რაღაცები ისე არ წავა, როგორც ჩვენ დავგეგმეთ. ეს მატჩის შემადგენელი ნაწილი იქნება. წინ 90 წუთია სიტუაციის გასაუმჯობესებლად. მყარი ნერვები და სუფთა გონება გვჭირდება. გოლის გატანას პირველივე წუთებზე უნდა ვეცადოთ.

სიტუაცია საკმაოდ მკაფიოა. საუკეთესო შესრულებისთვის ზეწოლა უნდა ვიგრძნოთ. ზეწოლა აუცილებელია, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ვიაზრებ, რომ სარის კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. იმედი მაქვს, საკუთარი კედლები და გულშემატკივრები სასურველი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარებიან.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება „ლაციოს“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა. „ბაიერნისა“ და „ლაციოს“ განმეორებითი მატჩი 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
DAZN-თან აღარ ისაუბრებენ - დე ლაურენტისის ბოიკოტი
DAZN-თან აღარ ისაუბრებენ - დე ლაურენტისის ბოიკოტი