ფრენკი დე იონგი, პედრი
Aa
Aa

დიდი დანაკლისი ბარსელონაში | პედრი და დე იონგი ნაპოლისთან ვერ ითამაშებენ

კატალონიის „ბარსელონამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ფრენკი დე იონგისა და პედრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია მოგვაწოდა. „ბლაუგრანას“ განცხადების მიხედვით, დე იონგმა მარჯვენა კოჭის მყესი დაიზიანა, პედრის კი ბარძაყის ოთხთავა კუნთი აწუხებს.

ავტორიტეტული კატალონიური გამოცემის, Sport-ის ინფორმაციით, დე იონგს 4-5 კვირა გაუცდება და „ნაპოლისთან“ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. „პარტენოპეისთან“ ვერც პედრი ითამაშებს. მას ტრავმის რეციდივი აქვს და ჯერჯერობით უცნობია, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდება. Sport-ის ცნობით, მასაც რამდენიმე კვირა გაუცდება.

ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 12 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 23:59-ზე დაიწყება. დე იონგისა და პედრის ტრავმების შემდეგ, „ბლაუგრანას“ თავკაცის, ჩავი ერნანდესის განკარგულებაში 4 ნახევარმცველია დარჩენილი: ორიოლ რომეუ, ილქაი გიუნდოგანი, ფერმინ ლოპესი და სერხი რობერტო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რასპადორი: “კალცონას მითითებებს მივყვებით და ვენდობით“
რასპადორი: “კალცონას მითითებებს მივყვებით და ვენდობით“