ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ჟესტი, რომელმაც ტიფოზებს იმედი ჩაუსახა“ | Gazzetta ხვიჩას აღნიშვნაზე

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ და „იუვენტუსის“ შეხვედრას ეხმაურება, რომელიც „პარტენოპეიმ“ 2:1 მოიგო. Gazzetta dello Sport-ი ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას გოლსა და მის აღნიშვნაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ „კვარას“ ჟესტმა ნეაპოლელ ტიფოზებს იმედი ჩაუსახა.

„იგივე კარი, როგორც გასულ სეზონში, იგივე ღრიალი სტადიონზე და განსხვავებული აღნიშვნა. კვარა Curva B-ს ტრიბუნისკენ გაემართა, რათა გაეზიარებინა ექსტაზში მყოფი ხალხის სიხარული. ხელები გაშალა და გააკეთა ჟესტი, რომელიც ერთი შეხედვით მრავლისმთქმელი არაა, მაგრამ ნეაპოლური საფეხბურთო სამყაროსთვის უდიდესი იმედი მოაქვს. კვარაცხელია რონალდუს სტილში ზეიმობს და ამბობს: „აქ ვარ“.

ნაპოლი და ხვიჩა ახალ კონტრაქტზე სეზონის დასრულების შემდეგ იმსჯელებენ და დე ლაურენტისი ყველაფერს გააკეთებს, რათა კვარას ასიამოვნოს. იგი სერია A-ს ყველაზე დაბალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორისაა, არადა ჩემპიონატის მოქმედი MVP-ი გახლავთ“, - წერს იტალიური გამოცემა.

27 ტურის შემდეგ, „ნაპოლიმ“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზე აღზევდა. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო ტურში 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას შოუ“ | ხვიჩას თამაშს Marca-ც გამოეხმაურა
„კვარაცხელიას შოუ“ | ხვიჩას თამაშს Marca-ც გამოეხმაურა