ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელიას შოუ“ | ხვიჩას თამაშს Marca-ც გამოეხმაურა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში, „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ 2:1 იმარჯვა და ნეაპოლელთა ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. „კვარამ“ შესანიშნავი გოლი გაიტანა და მის ასპარეზობას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Marca-ც გამოეხმაურა.

„გასულ ოთხშაბათს, სასუოლოსთან 6:1-ით მოგებულ შეხვედრაში, ფრანჩესკო კალცონას ნაპოლიმ მკვდრეთით აღდგომის ნიშნები აჩვენა, იუვენტუსთან მატჩში კი დაამტკიცა, რომ ნამდვილად ასეა. დიახ, პარტენოპეის პრობლემები შეექმნა, მაგრამ გამოწვევებს სათანადოდ გაუმკლავდა. ნეაპოლელებმა ბებერი ქალბატონი 2:1 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიას შოუს მომსწრენი გავხდით და მან ყველაფერი გააკეთა.

პირველ ტაიმში ყველაზე კარგი მომენტი დუშან ვლაჰოვიჩს შეექმნა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, მიზანს მიაღწია ნაპოლიმ, კონკრეტულად, კვარაცხელიამ. ბრემერის ცუდი გამოტანა და ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავი დარტყმა, რომელსაც ვოიცეხ შჩესნი ვერ გაუმკლავდა. მეცხრე გოლი მიმდინარე სეზონში და კალცონას ღიმილი. დაცვაში არსებული პრობლემების მიუხედავად, მისი ნაპოლი გუნდს უფრო და უფრო ემსგავსება. პარტენოპეის ფეხბურთელები შეტევაში მეტს მოძრაობენ და უფრო „ცოცხალი“ გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ“, - წერს ესპანური გამოცემა.

27 ტურის შემდეგ, „ნაპოლიმ“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზე აღზევდა. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო ტურში 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკმა გამოიგონა, კვარაცხელიას გოლი არ უნდა გასულიყო“ - ალეგრი მატჩის შემდეგ
„მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკმა გამოიგონა, კვარაცხელიას გოლი არ უნდა გასულიყო“ - ალეგრი მატჩის შემდეგ