რა შემთხვევაში დარჩება კვარა ნაპოლიში - სარფიანი წინადადება და ახალი შეთანხმება
იტალიელმა ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ RAI-სთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ლაურენტისი ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ერთი სეზონით გადაწევს, 2024 წლის ზაფხულის ნაცვლად 2025-ში გაყიდიან.
ჩირო ვენერატო:„კვარას ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ ჰაერშია, მოთამაშეს ხელფასის გაზრდა უნდა და ეს პროცესი ნელა მიდის, მაგრამ ფეხბურთელი „ნაპოლის’’ არ დატოვებს, დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტს შესთავაზებს ძალიან მაღალი ხელფასით და კვარაცხელიას ტრანსფერი ერთი სეზონით გადაიწევს, 2024 წლის ზაფხულის ნაცვლად 2025-ში გაყიდიან. ასევე, როგორც ოსიმენთან მიმართებაში იყო, შესაძლოა გამოსასყიდი თანხა ჩაუწერონ. მის მიმართ ინტერესს „ბარსელონა’’, „ჩელსი’’, „ლივერპული’’ და პსჟ იჩენენ’’.
ნიკოლო შირას ინფორმაციით, „ნაპოლი’’ და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდება და ქართველი ფეხბურთელის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ნიკოლო შირა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში წერდა, რომ ხვიჩას ხელფასი 1,2 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა ამჯერად ხელფასთან დაკავშირებით კონკრეტულ თანხას არ ასახელებს, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ფეხბურთელის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან'' მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.