სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, დრეიმონდ გრინი
Aa
Aa

ბოსტონმა ისტორია დაწერა | სელტიკსმა სტეფ კარის გოლდენ სტეიტი გაანადგურა

NBA-ის მიმდინარე რეგულარულის მთავარმა ფავორიტმა, „ბოსტონ სელტიკსმა“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. „კელტები“ საშინაო კედლებში, „თიდი გარდენში“ „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდნენ და სტეფ კარის გუნდი 52! ქულით გაანადგურეს.

„ბოსტონმა“ მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტა. „სელტიკსმა“ საწყისი მეოთხედი 22 ქულით, 44:22 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 44-ქულიან უპირატესობას ფლობდა - 82:38. „კელტებმა“ რეკორდიც დაამყარეს. „ბოსტონი“ NBA-ის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში მინიმუმ 50-ქულიანი უპირატესობით 3 მატჩი მოიგო.

„სელტიკსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 29 ქულა ჯეილენ ბრაუნმა დააგროვა და ამისთვის მას მხოლოდ 22 წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა. ჯეისონ ტეიტუმს 25 წუთში 27 ქულა ჰქონდა. პეიტონ პრიჩარდმა კი 19 ქულა მიითვალა. „გოლდენ სტეიტის“ ლიდერებს, სტეფ კარისა და კლეი ტომპსონს 4 და 6 ქულა ჰქონდათ, დრეიმონდ გრინმა 6 ქულა და 4 მოხსნა გააკეთა.

ცნობისთვის, „ბოსტონს“ 48 მოგება და 12 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველია. „გოლდენ სტეიტი“ 32 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკმა გამოიგონა, კვარაცხელიას გოლი არ უნდა გასულიყო“ - ალეგრი მატჩის შემდეგ
„მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკმა გამოიგონა, კვარაცხელიას გოლი არ უნდა გასულიყო“ - ალეგრი მატჩის შემდეგ