ხვიჩა კვარაცხელია, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

„მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკმა გამოიგონა, კვარაცხელიას გოლი არ უნდა გასულიყო“ - ალეგრი მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ტურინელთა კარში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ჯაკომო რასპადორიმ გაიტანეს, „იუვენტუსიდან“ კი თავი ფედერიკო კიეზამ გამოიჩინა.

მატჩის მიმოხილვა:

შეხვედრის დასრულების შემდეგ ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მთავარი მსაჯი გააკრიტიკა და თავისი გუნდის თამაშზეც გამოთქვა უკმაყოფილება.

რას ამბობს ალეგრი:

წაგებამ ძალიან გამაბრაზა, გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და კმაყოფილი ვარ ბიჭების მიერ შესრულებული სამუშაოთი. ყველამ კარგად ითამაშა, დუელებს კარგად ვიგებდით და მეტოქეს არაფერს ვუთმობდით. ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ უმრავლეს ეპიზოდში ავჩქარდით და ამის გამო გოლები ვერ გავიტანეთ.

პენალტის ეპიზოდში მეტოქემ კარგად ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ მსაჯს თერთმეტმეტრიანი გამოსტყუა. მგონია, რომ ფეხბურთლი ეშმაკის მოგონილია... „ნაპოლიმ“ პენალტი გააფუჭა და დამატებაზე გაიტანა, 95-ე წუთზე გათანაბრება შეგვეძლო. პირველ ტაიმში, კვარაცხელიას დარტყმა უვნებელი იყო, თუმცა, კამბიასოს მოხვდა და კარში შევარდა. ნაპოლი შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ბევრ ეპიზოდში გაუმართლა.

27 ტურის შემდეგ, „ნაპოლიმ“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზე აღზევდა, „იუვენტუსი“ კი 57 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო ტურში 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება, „იუვენტუსი“ კი 10 მარტს „ატალანტას“ უმასპინძლებს.

ხვიჩას ყველა მომენტი:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუჩერებელი! თავის დონეს უბრუნდება“ - იტალიური მედია ხვიჩას აფასებს
„შეუჩერებელი! თავის დონეს უბრუნდება“ - იტალიური მედია ხვიჩას აფასებს