„კვარა ფლანგზე სკუტერივით დაჰქროდა“ – Gazzetta-ს შეფასება
ხვიჩა კვარაცხელიას „იუვენტუსთან“ თამაშს სხვა იტალიური სპორტული გამოცემების მსგავსად, „გაძეტა დელო სპორტმაც“ უმაღლესი შეფასება მისცა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის ბოლოს ეფექტური ბურთი გაიტანა, „ნაპოლიმ“ კი საკუთარ სტადიონზე „ბებერი ქალბატონი“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა, რაც ისტორიაში არასოდეს მომხდარა.
Gazzetta კვარაზე
ის მარცხენა ფლანგზე სკუტერივით დარბოდა. მის შეჩერებას მცველები ვერ ახერხებდნენ. ამიტომაც „კვარაგოლმა“ ყვითელი ბარათი ჯერ კამბიასოს, შემდეგ კი ვლაჰოვიჩს მიაღებინა, რის გამოც ის „ატალანტასთან“ მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს. ეპიზოდებში „ნაპოლის“ თამაშმა შარშანდელი საჩემპიონო სეზონი გაგვახსენა, რაც პირველ რიგში ქართველი ფეხბურთელის დამსახურებაა.
ნეაპოლში „იუვენტუსმა“ ბოლოს ზუსტად ხუთი წლის წინ, 2019 წლის 3 მარტს მოიგო, როდესაც მირალემ პიანიჩისა და ემრე ჩანის ზუსტ დარტყმებს, კამპანიელებმა ხოსე მარია კალეხონის გოლით უპასუხეს.
ხვიჩას ყველა მომენტი იუვენტუსთან: