ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შეუჩერებელი! თავის დონეს უბრუნდება“ - იტალიური მედია ხვიჩას აფასებს

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც 42-ე წუთზე გოლის გატანა შეძლო. ამასთან, ქართველი ფეხბურთელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, თამაშის ბოლოს კი იტალიურმა მედიამ კვარას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რას წერენ იტალიური სააგენტოები:

Calcionapoli1926 – 7.5 ქულა: მდიდრული მატჩი ჰქონდა, რომელშიც მაღალი კლასის გოლი გაიტანა. სტარტზევე შეძლო ორი ფეხბურთელისთვის გაფრთხილების მიცემა. მოკლედ, ის შეუჩერებელია და თავის დონეს დაუბრუნდა.

Eurosport – 7 ქულა: უკიდურესად მარცხნივ თამაშობდა და ძალიან დატვირთული იყო. ის სულ მოძრაობდა და ყველა ეპიზოდში გოლისკენ მიდიოდა, თამაშს ცვლიდა. პირველად მისი გასროლა შჩესნიმ გააკონტროლა, შემდეგ კი გოლი ფრენბურთის სტილში გაიტანა, რამაც მატჩი დალუქა. მეორე ტაიმში ნაკლებად შესამჩნევი იყო, თუმცა, ძირითადად ვეას შეკავებას ცდილობდა.

Calciomercato – 7.5 ქულა: ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყო, როდესაც მოძრაობას იწყებს, მეტოქე მუდმივი საშიშროების წინაშე დგას. რამდენიმე წუთში შეძლო და მეტოქეს ორი ყვითელი მიაღებინა, შემდეგ კი მარჯვენა ფეხით ლამაზი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.

Tuttomercatoweb – 7 ქულა: როგორც ყოველთვის, სხვებთან შედარებით, საკუთარ თავზე უფრო მეტს იღებს. აქტიურობით პირველივე წუთებზე შეძლო მეტოქისთვის გაფრთხილების მიცემა. პირველი ტაიმის მიწურულს ულამაზესი დარტყმით აიღო „იუვეს“ კარი. ეს იყო ზეიმი და თითქოს ამბობდა: „აქ მინდა დარჩენა“.

ხვიჩა კვარაცხელიას ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა Sofascore-მა ქართველ შემტევს 8.0 შეფასება დაუწერა, რითაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ხვიჩამ მთელი მატჩის განმავლობაში კარის ჩარჩოში ორჯერ დაარტყა, 1 დარტყმა დაუბლოკეს, 4 დრიბლინგის მცდელობიდან 2 წარმატებული ჰქონდა, ბურთს 62-ჯერ შეეხო და 41 პასიდან 28 ზუსტად შეასრულა. ასევე, 11 დუელიდან 7 მოიგო, საჰაერო დუელში კი ერთხელ შევიდა და ამჯერადაც გამარჯვებული გამოვიდა. ამასთან, მეტოქეზე ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ, აქედან 2 შემთხვევაში მთავარმა მსაჯმა მეტოქის ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ხვიჩას ყველა მომენტი „იუვესთან“:

27 ტურის შემდეგ, „ნაპოლიმ“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზე აღზევდა, „იუვენტუსი“ კი 57 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო ტურში 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება, „იუვენტუსი“ კი 10 მარტს „ატალანტას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას კიდევ ერთი მიღწევა - 23 წლის ქართველი ნაპოლის ისტორიაში შევიდა
კვარაცხელიას კიდევ ერთი მიღწევა - 23 წლის ქართველი ნაპოლის ისტორიაში შევიდა