კვარაცხელიას კიდევ ერთი მიღწევა - 23 წლის ქართველი ნაპოლის ისტორიაში შევიდა
„იუვენტუსთან„ (2-1) მოგებული შეხვედრა გატანილი ბურთის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიასთვის კიდევ ერთი ფაქტით იყო გამორჩეული - ის გახდა პირველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ ისტორიაში, რომელმაც „ბებერ ქალბატონს“ გოლი საწყის ორივე საშინაო შეხვედრაში გაუტანა. 23 წლის ქართველმა და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ სტადიონზე პრინციპული მეტოქე 2-1 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლეს.
„სტადიო მარადონაზე“ შარშანდელ სეზონში „იუვესთან“ გამართული თამაში „ნაპოლისთვის“ და ხვიჩა კვარაცხელიასთვის წლევანდელზე უკეთესი იყო - ნეაპოლელებმა 5-1 გაიმარჯვეს, გუნდის 77-ე ნომერმა კი 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე გამართულ 35 შეხვედრაში 9 გოლი, 4 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლი“ კი სერია A-ს დასრულებამდე 11 ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელები 8 მარტს საკუთარ სტადიონზე „ტორინოსთან“ გამართავენ.
ხვიჩას ყველა მომენტი იუვენტუსთან: