სანდრო ალთუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ვოლფსბერგერი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

შტურმის მარტივი გამარჯვება - ქართველების დუელი კიტეიშვილმა მოიგო

ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ მიიღო და 4:0 გაანადგურა.

ქართველი ფეხბურთელები თავისი გუნდების სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, თუმცა, შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენიათ. მე-2 წუთზე კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, ალთუნაშვილი კი მთავარმა მსაჯმა 55-ე წუთზე გააფრთხილა.

იმის მიუხედავად, რომ პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა, „შტურმის“ ფეხბურთელებმა მეორე ნახევარში 4 უპასუხო ბურთის გატანა შეძლეს. ანგარიში 66-ე წუთზე ბერეტმა გახსნა, ზუსტად 4 წუთში კი ზარკარიამ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. 89-ე წუთზე ლავალიმ სტუმართა კარში მესამე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე, აფენგრაბერმა დააფიქსირა.

ოთარ კიტეიშვილმა მოედანი 87-ე წუთზე დატოვა, სანდრო ალთუნაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.

21 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ 45 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება, „ვოლფსბერგერი“ კი 29 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. კიტეიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას უეფას კონფერენს ლიგაზე, საკუთარ მოედანზე „ლილისთან“ გამართავს, „ვოლფსბერგერი“ კი ბუნდესლიგის მორიგ ტურში, 10 მარტს საკუთარ მოედანზე „ალტახს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები