მეცი, ნანტი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის გოლი და ასისტი - ქართველმა მეცს მოაგებინა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:2 დაამარცხა.

ქართველი შემტევი „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. მნიშვნელოვანია, რომ მიქაუტაძემ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

23 წლის ფეხბურთელმა 58-ე წუთზე, „ნანტის“ კარში დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა და „მეცი“ დააწინაურა.

ეპიზოდიდან ზუსტად 2 წუთში კი თანაგუნდელ უდოლს გაატანინა, რითაც ანგარიში 0:2 გახდა.

საბოლოოდ, ლასლო ბოლონის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და გათამაშებაში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, ქართველ შემტევს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ამ გამარჯვებით, „მეცმა“ ლიგა 1-ში 20 ქულა დააგროვა, თუმცა, სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლოსწინა, მე-17 ადგილს იკავებს და მე-15 ადგილოსან „მონპელიეს“ 3 ქულით ჩამორჩება. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მარტს, საქართველოს დროით 18:00 საათზე „კლერმონთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები