2:0-დან 2:3 - ცხადაძის გუნდის დრამატული მარცხი დამატებულ წუთზე
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით „გაბალამ’’ მეორე მატჩი ჩაატარა, 25-ე ტურში „გაბალა’’ შინ „საბაილს’’ საწყისი 26 წუთის შემდეგ 2:0-ს ამარცხებდა, თუმცა 41-ე წუთზე „გაბალა’’ რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა და მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვა. „საბაილმა’’ გადამწყვეტი გოლი პირველ დამატებულ წუთზე გაიტანა.
25 ტურში „გაბალამ’’ 15 ქულა დააგროვა, 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და მე-9 პოზიციაზე მყოფ „ქიაფაზს’’ 11 ქულით ჩამორჩება. „გაბალას'' 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, კრიზისშია და კლუბის მმართველები იმედოვნებენ, რომ ცხადაძის მწვრთნელობისას უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ, რაც ძალიან რთული იქნება.
ცხადაძის ხელმძღანელობით „გაბალამ'' პირველი მატჩი 23-ე ტურში ჩაატარა, როცა შინ ჩემპიონატის ლიდერ „ყარაბაღთან'' 0:4 განადგურდა. მომდევნო ტურში „გაბალა'' „საბაჰს'' ესტუმრება (9 მარტი, 17:30).
შეგახსენებთ, კახა ცხადაძე „გაბალას'' მთავარ მწვრთნელად 25 თებერვალს დაინიშნა. მისი ასისტენტი გიორგი ჩიხრაძეა.