ბადრი კვარაცხელია: ვფიქრობ, ხვიჩა ნაპოლიში დარჩება
ბადრი კვარაცხელია Radio Serie A-ს ესაუბრა. ხვიჩას მამა ფიქრობს, რომ მისი შვილი „ნაპოლიში’’ დარჩება, თუმცა შესაძლოა „პარტენოპეი’’ ქართველმა ფეხბურთელმა დატოვოს, ეს ვარიანტიც შესაძლებელია.
„მადლობა „ნაპოლისა’’ და სრულიად იტალიას ჩემი შვილის დაფასებისთვის და სიყვარულისთვის. ხვიჩამ უნდა გადაწყვიტოს თავის მომავალი. ჩემი აზრით „ნაპოლიში’’ დარჩება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვიჩა „ნაპოლის’’ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. ხვიჩას რცხვენია, როცა მარადონას ადარებენ, მაგრამ ხვიჩა ამით ბედნიერია და არ იცის ქომაგებს მადლობა როგორ გადაუხადოს’’.
კვარაცხელიას ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდი აკვირდება. „კვარას“ მიმართ არსებულ ინტერესთან დაკავშირებით, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ეკრემ კონურმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა და დაასახელა კლუბები, რომლებიც „პარტენოპეის“ გარემარბს თვალს ადევნებენ. „პარი სენ-ჟერმენს,'' „ბაიერნს,'' „მანჩესტერ იუნაიტედს,'' „არსენალს,'' „ლივერპულსა'' და „ჩელსის'' კვლავინდებურად უკავშირებენ „ნაპოლის'' 23 წლის ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას“, - წერს ეკრემ კონური.