დენვერ ნაგეთსი, ნიკოლა იოკიჩი, ლებრონ ჯეიმსი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

40 000 ქულა - ლებრონის რეკორდი და ლეიკერსის მარცხი დენვერთან

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ერთში ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. „ლეიკერსმა“ „დენვერს“ უმასპინძლა და 114:124 დამარცხდა.

ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრაში 26 ქულა ჩააგდო და კარიერულად 40 000 ქულას გადასცდა, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევაა. „მეფე“ NBA-ს რეკორდის ავტორი გახდა. მან ამ ნიშნულს პირველმა გადააბიჯა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „ლეიკერსმა“ პირველი ტაიმი 7-ქულიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ, „დენვერმა“ მესამე მეოთხედი 31:23 მოიგო, ბოლო მეოთხედი კი 35:25 და მასპინძლები დამაჯერებლად დაამარცხა.

შეხვედრაში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც 35 ქულა, 10 მოხსნა და 7 გადაცემა მიითვალა. მაიკლ პორტერმა 25 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა, ჯამალ მარიმ კი 24 ქულა და 11 გადაცემა.

„ლეიკერსმა“ ამ წაგებით სიტუაცია გაირთულა და ამჟამად დასავლეთ კონფერენციაში 33 მოგებითა და 29 მარცხით მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი იტალიიდან | შენგელია მძიმე ტრავმას გადაურჩა
კარგი ამბავი იტალიიდან | შენგელია მძიმე ტრავმას გადაურჩა